სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში წარმატებით ჩატარდა მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამა "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები) ლეგალური ბრუნვა. თეორია და პრაქტიკა”.
კურსზე განხილული იყო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების კონტროლის საერთაშორისო და ეროვნული სისტემები, ლეგალური ბრუნვის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული წესები, ინფორმაციული ნაკადის ფორმირების წესები, იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული და ინდივიდუალური საჭიროებისთვის ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანის და გატანის წესები.
მსმენელების მიერ კურსი შეფასდა, როგორც ინოვაციური და ნაყოფიერი, უახლეს სარწმუნო ინფორმაციებსა და მონაცემებზე დაყრდნობით და საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოებით მომზადებული.
მადლობას ვუხდით ჩვენს მსმენელებს სასერტიფიკატო კურსში აქტიური მონაწილეობისთვის.